საზოგადოება
პალიტრა L -ის წიგნის ფესტივალი გურჯაანში
გამომცემლობა პალიტრა L კახეთში წიგნის ფესტივალს მართავს.

24-25 მარტს 11-დან 18 საათამდე გამოფენა საგარეჯოში კულტურის სახლში გაიმართება. 27-28 მარტს 11-დან 19 საათამდე, გურჯაანის სამუსიკო სკოლაში, ხოლო 29 მარტს 11-დან 18 საათამდე სიღნაღის თეატრის შენობაში.

გამომცემლობის ინფორმაციით, ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება საბავშვო, საყმაწვილო, საგანმანათლებლო ლიტერატურა, მხატვრული ლიტერატურის ბესტსელერები, თანამედროვე ავტორები და ა.შ.  წიგნის მოყვარულებს შესაძლებლობა ექნებათ მათთვის სასურველი ლიტერატურა 20-დან 60%-მდე ფასდაკლებით შეიძინონ.
| Print |
FaceBook Twitter Google