საზოგადოება
იორმუღანლოს მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამობა მიულოცეს
საქართველოში დღეიდან ნოვრუზ ბაირამი აღინიშნება. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებმა იორმუღანლოს თემის მოსახლეობას დღესასწაული მიულოცეს.

„დღეს ლამბალოს სკოლის სააქტო დარბაზში გაიმართა კონცერტი, რომელსაც ადგილობრივებთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარე, რესურსცენტრის ხელმძღვანელი და კულტურის განყოფილების თანამშრომლები ესწრებოდნენ. ჩვენს აზერბაიჯანელ მოსახლეობას ვულოცავთ დღესასწაულის დაწყებას და ბედნიერებას ვუსურვებთ,“ - აღნიშნა ჩვენთან საუბარში საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი გზირიშვილმა.

ნოვრუზ ბაირამობა დღისა და ღამის გათანასწორებას, ჰაერის გათბობას, თოვლის დნობის დაწყებას, ხეებზე ყლორტის გამოსვლას და დედამიწის გამოცოცხლებას ნიშნავს. ამ დღესასწაულს აზერბაიჯანელები ახალი წლის დღესასწაულად მიიჩნევენ და შესაბამისი წესით აღნიშნავენ.
| Print |
FaceBook Twitter Google