საზოგადოება
პალიტრა L -ის წიგნები გურჯაანში
დღეს გურჯაანის სამუსიკო სკოლაში გამომცემლობა პალიტრა L -ის წიგნების გამოფენა-გაყიდვა იმართება.

როგორც გამომცემლობის კონსულტანტმა სოფო მიშელაძემ ჩვენთან საუბარში განაცხადა, გამოფენა ხვალაც გაგრძელდება.
„გვინდა ჩვენი ლიტერატურა ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს, ამიტომ გავდივართ რაიონებში. გვაქვს 20-დან 60 პროცენტამდე ფასდაკლება. მართალია, ჯერ ეხლა მოვედით, მაგრამ მოსახლეობის მხრიდან დიდი აქტივობაა და შესაბამისად გაყიდვებიც არის.“
მისივე თქმით, 29 მარტს 11-დან 18 საათამდე აქცია სიღნაღის თეატრში გაიმართება.

| Print |
FaceBook Twitter Google