საზოგადოება
გურჯაანელმა ახალგაზრდებმა არასამთავრობო ორგანიზაცია ჩამოაყალიბეს
გურჯაანელმა ახალგაზრდებმა - ჯაბა ბარბაქაძემ და ნუნუკა ამონიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაცია "მომავლის ლიდერები" ჩამოაყალიბეს. მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა ორგანიზაცია ოფიციალურად უკვე დაარეგისტრირეს.
ისინი სხვადასხვა აქტივობების განხორციელებას გეგმავენ.

-"მე და ჩემმა მეგობარმა გადავწყვიტეთ ისეთი ნაბიჯი გადაგვედგა, რომლითაც გურჯაანელ ახალგაზრდებს დავეხმარებოდით, ხელს შევუწყობდით მათ პიროვნულ განვითარებას და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას. ამიტომ ჩამოვაყალიბეთ საინიციატივო ჯგუფი "მომავლის ლიდერები". ასევე, ვგეგმავთ საქველმოქმედო ღონისძიებების ჩატარებასაც, რომელიც გურჯაანში არც თუ ისე ხშირია."-აღნიშნა "მომავლის ლიდერების" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ჯაბა ბარბაქაძემ.

მათი ორგანიზებით, რამდენიმე კვირაში, გენდერულ საკითხებზე ტრენინგი გურჯაანელ 20 ახალგაზრდას ჩაუტარდება.

- " უკვე დავიწყეთ მრავალ პროექტზე მუშაობა და ვფიქრობ, ინოვატორები ვიქნებით. დავგეგმეთ ტრენინგი, რომლის თემა იქნება გენდერული თანასწორობა, საზოგადოებაში არსებული პრობლემები და მათი აღმოფხვრის გზები. ახალგაზრდებს მოტივაციის საფუძველზე შევარჩევთ. უკვე მოვიწვიეთ კვალიფიციური ტრენერები." -აღნიშნა ნუნუკა ამონიშვილმა.

როგორც დამფუძნებლები აბობენ, ისინი თანამშრომლობას აპირებენ როგორც არასამთავრობო, ისე სამთავრობო ორგანიზაციებთან.
| Print |
FaceBook Twitter Google