საზოგადოება
გურჯაანში 16 ახალი პროექტი დაფინანსდა
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, გურჯაანის მუნიციპალიტეტს 16 პროექტი დაუფინანსდა.

როგორც ჩვენთან საუბარში გამგებლის მოადგილე დიმიტრი კალატოზიშვილმა აღნიშნა, დაგეგმილი სამუშაოებისთის 3 მილიონ 322 ათასი ლარია გამოყოფილი.
„24 მარტს მთავრობის სხდომაზე ჩვენი რაიონის პროექტების განხილვა მოხდა. სულ 16 - გვქონდა გადაგზავნილი, აქედან 15 დაფინანსდა. მეთექვსმეტე, ბაკურციხის ჭაბურღილი, დამატებით ჩაჯდა სიაში, დღესდღეობით პროექტირების საკითხშია, როგორც კი მომზადდება, მაგასაც გადავაგზავნით. ჩვენ გავდივართ თანადაფინანსებაში. ორშაბათს გაიმართება საკრებულოს სესია და აღნიშნული საკითხი განიხილება, რათა თანხა ბიუჯეტში აისახოს. ამის შემდეგ გამოცხადდება ტენდერები, რომელიც 21 დღე გაგრძელდება. დაახლოებით აპრილის ბოლოს გვეყოლება უკვე გამარჯვებული კომპანიები, ხოლო სამუშაოები სავარაუდოდ, მაისის ბოლოდან დაიწყება.“

როგორც დიმიტრი კალატოზიშვილმა განმარტა, 16 პროექტიდან სამი ჭაბურღილია, ერთი საყრდენი კედლის გამაგრება, ხოლო დანარჩენი გზების რეაბილიტაცია.

| Print |
FaceBook Twitter Google