საზოგადოება
სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაცია სააღმზრდელო დაწესებულებებს
სურსათის ეროვნული სააგენტო სასწავლო დაწესებულებების კვების ბლოკების კონტროლს ახორციელებს.

თუმცა, უწყების ინფორმაციით სასკოლო და სკოლამდელ დაწესებულებებში სურსათით მომარაგებისას კვლავ აღინიშნება საეჭვო წარმომავლობის საკვების შეტანის შემთხვევები. ამგვარი ფაქტების თავიდან აცილების მიზნით, სააგენტომ რეკომენდაციით მიმართა ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს და მუნიციპალიტეტებს. სადაც ნათქვამია, რომ საბავშვო ბაღების და საჯარო სკოლების სურსათით უზრუნველყოფისათვის ტენდერში მონაწილეობის მიღებამდე სასურველია, ბიზნესოპერატორმა გაიაროს სურსათის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი. შედეგად, ბაღებსა და სკოლებში შემცირდება საეჭვო წარმომავლობის სურსათის მოხვედრის რისკი და უზრუნველყოფილი იქნება სკოლამდელი და სასკოლო დაწესებულებების კვების ბლოკების უვნებელი სურსათით მომარაგება

| Print |
FaceBook Twitter Google