საზოგადოება
ლაგოდეხის პირველი ბაღი ახალი ინვენტარით აღიჭურვა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ნომერ პირველ საბავშვო ბაგა-ბაღში ახალი თანამედროვე ინვენტარი განთავსდა.

დაწესებულებაში მთლიანად გამოიცვალა: საწოლები, თეთრეული,ხალიჩები, ბავშვების მაგიდები,სკამები, გასახდელები, სამზარეულო და საოფისე ინვენტარი და სხვა.
პროექტი „ქეა საერთაშორისო კავკასიაში’“ ფინანსური მხარდაჭერით (34 822 ლარი) და ა.(ა) ი.პ. „ბაღების გაერთიანების“ თანადაფინანსებით (13 935ლარი) განხორციელდა. ახალი თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ბაგა-ბაღი მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახა ჯამბურიამ და პროექტის მენეჯერმა ჯუბა მარუაშვილმა დაათვალიერეს.
| Print |
FaceBook Twitter Google