საზოგადოება
7 მაისს კახეთში მსოფლიო რბენა გაიმართება
მსოფლიო რბენას უკვე მეოთხე წელია საქართველოც უერთდება. საქველმოქმედო აქცია 7 მაისს, კახეთში გაიმართება.
მასში მონაწილეობა 18 წლის ასაკს ზემოთ ნებისმიერ მსურველს შეუძლია.  მიმდინარე წელს "მსოფლიო რბენა" საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, “Check in Georgia”-ს ფარგლებში ტარდება.

პარტნიორები ფედერაცია „სპორტი ყველასთვის“ და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაა. ღონისძიებიდან შემოსული თანხა გადაერიცხება Wings for life-ის ფონდს, რომელიც ზურგისა და ხერხემლის ტვინის დაზიანების განკურნებასა და კვლევას აფინანსებს.


| Print |
FaceBook Twitter Google