საზოგადოება
მართლმადიდებელი ეკლესია ხარების დღესასწაულს აღნიშნავს
7 აპრილს, მართლმადიდებელი ეკლესია ერთ–ერთ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს – ხარებას აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა-ლოცვა საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინება.

სახარების მიხედვით, გალილეის ქალაქ ნაზარეთში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მისგან იშვებოდა ძე ღვთისა და კაცობრიობის მაცხოვარი. „გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანაა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა... და აჰა, ესერა შენ მუცლად-იღო და ჰშვა ძე და უწოდი სახელი მისი იესუ“. საეკლესიო სწავლების თანახმად, ღმერთმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მარიამი დედად ღვთისად მისი სიმდაბლისა და სიმშვიდის გამო გამოირჩია.

დიდმარხვის ეს დღე მორწმუნეებისთვის თევზით ხსნილია.

დიდმარხვა წელს 27 თებერვალს დაიწყო და 16 აპრილს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.

| Print |
FaceBook Twitter Google