საზოგადოება
გურჯაანის კულტურის ცენტრის დირექტორად დავით მურაკაშვილი დაინიშნა
გურჯაანის კულტურის ცენტრს ახალი დირექტორი ჰყავს. აღნიშნულ თანამდებობაზე დავით მურაკაშვილი დაინიშნა.
მანამდე ის გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი სპეციალიტი იყო. დავით მურაკაშვილი მუშაობას დღეიდან შეუდგა.

ცნობისთვის, კულტურის ცენტრის დირექტორის მოვალეობას ამ დრომდე პაატა ძულიაშვილი ასრულებდა.

| Print |
FaceBook Twitter Google