საზოგადოება
ახაშენსა და ჩუმლაყში ვიდეოკამერებს დაამონტაჟებენ
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენსა და ჩუმლაყში, ცენტრალურ მაგისტრალზე ვიდეოკამერების დამონტაჟება იგეგმება, რითაც ავტომობილების სიჩქარე გაკონტროლდება.

როგორც „სპექტრს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ამჟამად ტექნიკური საკითხების განხილვა მიმდინარეობს, ამის შემდეგ კამერები მონიშნულ ადგილებზე განთავსდება. თუმცა საუშაოების დაწყების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.  შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ მონაკვეთში ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები, რომლის მიზეზი ძირითადად, გადაჭარბებული სიჩქარეა.

| Print |
FaceBook Twitter Google