საზოგადოება
ქარმა ხეები ვაჩნაძიანშიც მოგლიჯა- სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში ძლიერმა ქარმა ორი ხე მოგლიჯა და ელექტროსადენები დაწყვიტა.
სოფელს ელექტროენერგია რამდენიმე საათია არ მიეწოდება.

-"ერთი ხე ცენტრალურ მაგისტრალზეა მოგლეჯილი, მეორე კი  სკოლასთან ახლოს.  სოფელში ამ დროისთვის დენი არ არის, ადგილზე ენერგოდისტრიბუციის წარმომადგენლები იმყოფებიან. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა"-აღნიშნა speqtri.ge-სთან ვაჩნაძიანის ადმინისტრაციული ერთეულის სპეციალისტმა ლია გოლეთიანმა.


| Print |
FaceBook Twitter Google