საზოგადოება
ძლიერი ქარის გამო 112-ში 200-მდე შეტყობინება შევიდა
დღეს, ძლიერი ქარის გამო,საქართველოს მასშტაბით, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში დაახლოებით 200-მდე შეტყობინება შევიდა.
- "ყველაზე პრობლემური იყო 10:00 საათიდან 13:00 სთ-მდე პერიოდი. ახლა ზარები შედარებით შემცირდა. გამოძახებები ძირითადად ერთი და იგივე შინაარსისაა. ეს არის ხეებიდან ტოტების ცვენა და სახურავების ნაწილობრივ ახდა. ძალიან უმნიშვნელო შემთხვევებია მსუბუქი ავტომანქანების დაზიანების. კახეთში გამოვყოფდი თელავის მუნიციპალიტეტს. დაშავებული არავინ არ არის."- განუცხადა speqtri.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანა ფილაურმა.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები 112 / ქარი /