საზოგადოება
სოფელ ახაშენში ქარმა სახლს სახურავი გადახადა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში ძლიერმა ქარმა ძულიაშვილების საცხოვრებელ სახლს სახურავი მთლიანად გადახადა და რამდენიმე მეტრის მოშორებით გადააგდო.
შემთხვევის შედეგად ოჯახში მცხოვრები მოხუცი ცოლ-ქმარი არ დაშავებულა.

დაზარალებული ოჯახი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოინახულეს. მუნიციპალიტეტის გამგებლის გივი გერგიძის თქმით, ზარალს შესაბამისი კომისია შეისწავლის და გამგეობა ოჯახს შეძლებისდაგვარად დაეხმარება.

ძლიერმა ქარმა თელავის, სიღნაღის, გურჯაანისა და ახმეტის მუნიციპალიტეტში ელექტროგადამცემი ხაზებიც დააზიანა, რის გამოც რამდენიმე დასახლებულ პუნქტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. კახეთის ენერგოდისტრიბუციაში აცხადებენ, რომ ტექნიკური ჯგუფები დაზიანებების აღდგენას ეტაპობრივად ახორციელებენ.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ქარი / ახაშენი /