საზოგადოება
26 აპრილამდე კვლავ ქარი და წვიმაა მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს დღის პირველ ნახევარში ქვეყნის დასავლეთ ნაწილში წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება.

აღმოსავლეთ საქართველოში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +10, +15 გრადუსი იქნება.
ხვალიდან ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მოსალოდნელია ცივი და ნალექიანი ამინდი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 26 აპრილიდან ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს და დათბება, თუმცა 28 აპრილამდე ღამის საათებში კვლავ დაბალი ტემპერატურა დაფიქსირდება.

| Print |
FaceBook Twitter Google