საზოგადოება
თელავის უნივერსიტეტის პროფესორი ვალერიან ელანიძე გარდაიცვალა
86 წლის ასაკში ისტორიკოსი, თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ვალერიან ელანიძე გარდაიცვალა.
ვალერიან ელანიძე 1931 წლის 11 იანვარს თუშეთში, სოფელ ჩიღოში დაიბადა. დაამთავრა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი.

1961-1999 წწ. მუშაობდა ი. გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტში სხვადასხვა სამეცნიერო-პედაგოგიურ თანამდებობაზე;

1999 წლიდან ხელმძღვანელობდა ისტორია- სამართალმცოდნეობის ფაკულტეტს, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სამსახურს;

პედაგოგიური მოღვაწეობის პარალელურად ეწეოდა სამეცნიერო საქმიანობას;

გამოცემული აქვს შემდეგი წიგნები:

1. წოვა თუშების ვინაობის საკითხისათვის- (1990წ);
2. ზეზვა გაფრინდაული-(1997წ);
3. თუშეთის ისტორიის საკითხები -(1988წ);
4. კახეთის ისტორიის პრობლემური საკითხები- (2006წ);
5. ქალაქი თელავი და ერეკლე II- (2013წ);
| Print |
FaceBook Twitter Google