საზოგადოება
"შენი ქალაქი შენი სახეა"- მორიგი აქცია გურჯაანში
გურჯაანის სამების ტაძართან არსებული ახალგაზრდულ ცენტრ "ერთობას" ინიციატივით, აქციის "შენი ქალაქი შენი სახეა" ფარგლებში,  ახალგაზრდებმა ნონეშვილის ქუჩაზე მდებარე გაზონები დაბარეს.
-"ჩვენი ცენტრის წევრებმა თავად დაამუშავეს გაზონები.  შემდეგ მთავარ ქუჩაზე მდებარე ორგანიზაციებიც ჩაერთებიან და თავიანთ მიმდებარე ტერიტორიას გაამწვანებენ. გამოცხადდება კონკურსი და საუკეთესო ნაშრომის ავტორი გამარჯვებული ორგანიზაცია გამოვლინდება. ამას ღონისძიების სახე ექნება. ჩვენს ქალაქს ჩვენ უნდა მივხედოთ. გვინდა ვთხოვოთ, ყველა ორგანიზაციას, რომ გვერდში დაგვიდგნენ."- აღნიშნა არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთობას“ აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი გაბუნიამ.

ახალგაზრდულმა ცენტრმა, აქციის ფარგლებში,  მიმდინარე თვეს დასუფთავების აქციაც მოაწყო. ახალგაზრდებმა სამების ტაძრის, ნონეშვილის გამზირისა და კურორტ ახტალის მიმდებარე ტერიტორიები დაასუფთავეს.


| Print |
FaceBook Twitter Google