საზოგადოება
იუსტიციის სამინისტრო ძალადობის თემაზე უფასო ტრენინგებს გამართავს
საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში,  „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი“ 1 მაისიდან 6 თვის მანძილზე, საქართველოს მასშტაბით, უფასო ტრენინგებს ჩაატარებს.
ტრენინგები გაიმართება როგორც თბილისში, ასევე ყველგან, სადაც იუსტიციის სახლი ან საზოგადოებრივი ცენტრი მდებარეობს. მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერსებულ პირს 14 წლის ასაკიდან.

კამპანიის მიზანია,  ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობამ მიიღოს ინფორმაცია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საკანონმდებლო ცვლილებებსა და მათი უფლებების დაცვის საშუალებებზე, აგრეთვე იმ სერვისებზე, რომლებსაც სახელმწიფო ძალადობის მსხვერპლ პირებს სთავაზობს.

რეგისტრაციისა და დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: tcj.gov.ge


| Print |
FaceBook Twitter Google