საზოგადოება
ზაფხულში კახეთში ჰესების კასკადის მშენებლობა დაიწყება
კახეთში ჰესების კასკადის მშენებლობას კომპანია „ფერი" ზაფხულში დაიწყებს.

როგორც რადიო „კომერსანტთან“ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ლაშა იორდანაშვილმა განაცხადა, პანკისის ხეობაში, მდინარე სამყურის წყალზე, ალაზნის მარცხენა შენაკადზე 30 მეგავატი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური აშენდება. მისივე განმარტებით, ეს არის კასკადი, რომელიც 2 ჰიდროელექტროსადგურისგან შედგება.

ლაშა იორდანაშვილის თქმით, ამ დროისთვის დასრულებულია წინასაპროექტო კვლევის ანგარიში, გარემოზე ზემოქმედების კვლევა და საჯარო განხილვები. დაწყებულია სამშენებლო ნებართვის აღების ფაზა და ზაფხულის ბოლოს იგეგმება მშენებლობის დაწყება. პროექტში 30-35 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება და სამშენებლო სამუშაოებს 3 წელი დასჭირდება. ჰიდროელექტროსადგურის გამომუშავება 130 მილიონი კილოვატსაათი იქნება. ამ ეტაპზე უცნობია, დაფინანსებას რომელი საერთაშორისო ინსტიტუტი გამოყოფს.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ჰესი / კახეთი /