საზოგადოება
უახლოეს დღეებში კვლავ არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალ აღმოსავლეთ საქართველოში წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, წვიმა იქნება დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონშიც.

უწყების ინფორმაციით, 30 აპრილს და პირველ მაისს, ტემპერატურა უფრო მოიმატებს. დასავლეთ საქართველოში 24-29 გრადუსამდე გათბება. არამდგრადი ამინდი 7 მაისამდე გასტანს.



| Print |
FaceBook Twitter Google