საზოგადოება
ეროვნული ბანკი ახალ ვერცხლის მონეტას გამოუშვებს
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ქართული ვაზის თემაზე შექმნილი საკოლექციო დანიშნულების ხუთლარიანი ვერცხლის მონეტის რელიზაცია, მიმდინარე წლის ივლისიდან დაიწყება.

მონეტა იაპონიის ზარაფხანაში იჭრება და 15,5 გრამს იწონის. უწყების ინფორმაციით, სულ 1500 ცალი მონეტ მოიჭრებ და მისი შეძენა შესაძლებელი იქნება როგორც ეროვნული ბანკის საკასო ცენტრსა და ყვარლის ფულის მუზეუმში, ისე ეროვნული ბანკის ვებგვერდზე განთავსებულ ონლაინმაღაზიის მეშვეობით.

მონეტის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს ოქროსფერი ქვევრის სქემატური გამოსახულება პირობითი ჭრილით. მუქი წითელი ფერით გამოსახულია ღვინო ქვევრში. ქვევრს გასდევს ვაზის გამოსახულება. მცენარის ფესვები ხაოიან ზედაპირზეა ამოტვიფრული, ვარჯი, ფოთლები და მტევნები ხაოიანია და განთავსებულია პრიალა ზედაპირზე. მონეტის რკალს ქვედა ნაწილში წრიულად მარცხნიდან მარჯვნივ გასდევს შემდეგი წარწერები: „საქართველო“, „2017“, „GEORGIE“ (ფრანგულ ენაზე ), „5 ლარი“. მონეტის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს საფრანგეთის ქალაქ ბორდოში მდებარე ღვინის ცივილიზაციის მუზეუმის შენობის გრაფიკული გამოსახულება, სადაც 2017 წელს საქართველო საპატიო სტუმარი იქნება.

მონეტის მარჯვენა ზედა ნაწილში გამოსახულია ნომინალი და ლარის სიმბოლო – „5 ლ“, ხოლო რკალს წრიულად გასდევს წარწერები ფრანგულ ენაზე – „LA GÉORGIE – PREMIER VIGNOBLE INVITÉ DE LA CITÉ DU VIN DE BORDEAUX“ – „საქართველო – ბორდოს ღვინის ცივილიზაციის ცენტრის პირველი საპატიო სტუმარი“.მონეტის დიზაინი ღია კონკურსის წესით შეირჩა და მისი ავტორი ნინო გონგაძეა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მონეტი სარეალიზაციო ფასი მოგვიანებით დადგინდება.




| Print |
FaceBook Twitter Google