საზოგადოება
საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +26, +31 გრადუსამდე მოიმატებს.
აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. 2 მაისს დილით მაღალი ტემპერატურა იქნება, მაგრამ ზოგან იწვიმებს. 3  მაისს  დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი დაფიქსირდება. ჰაერის ტემპერატურა  +19, +24 გრადუსამდე დაიკლებს. 5  და 6 მაისს კვლავ +23, +28 გრადუსამდე დათბება. 7- ში შედარებით გრილი ამინდია მოსალოდნელი.

| Print |
FaceBook Twitter Google