საზოგადოება
დელტამ კახეთში სეტყვასაშიში ღრუბელი გაანადგურა
სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის ინფორმაციით, კახეთში 30 აპრილიდან 2 მაისამდე რამდენიმე მძლავრი სეტყვასაშიში პროცესი განეიტრალდა. საერთო ჯამში სულ 130 -მდე რაკეტა იქნა გასროლილი.

უწყების ინფორმაციით, 30 აპრილის დღის 12 :10 საათიდან კახეთის რეგიონში, თელავის და ახმეტის რაიონების თავზე რამდენიმე შიდამასიური და ფრონტალური ღრუბლის მასა დაფიქსირდა. მოსალოდნელი სეტყვის მარცვლების ზომა 20 მმ იყო. 25 სეტყვასაშიში ღრუბლის კერის დასამუშავებლად გასროლილი იქნა 70 რაკეტა. ნალექის ძირითადი მასა აღნიშნულ რაიონებში წვიმის სახით ჩამოიცალა.

პირველ მაისის 19:24 საათიდან 2 მაისის დილის 06:30 საათამდე სეტყვასაშიში ატმოსფერული პროცესები ახმეტის, თელავის, სიღნაღის და გურჯაანის რაიონების თავზე ეტაპობრივად განვითარდა.
I,II და III კატეგორიის ფრონტალური და შიდამასიური სეტყვასაშიში ღრუბლებიდან სეტყვის მოსვლის ალბათობამ 80 % შეადგინა, მოსალოდნელი მარცვლების ზომა კი 10-15 მმ იყო.

19:24 საათიდან 19:44 საათამდე ახმეტის, 03:17 საათიდან 04:05 საათამდე თელავის, 04:36 სთ-დნ 05:50 სთ-მდე სიღნაღის და 06:20 სთ-დან 06:30 სთ-მდე გურჯაანის რაიონების თავზე ღრუბლებზე აქტიური ზემოქმედების მიზნით სისტემამ 60 -მდე რაკეტა გაისროლა. ნალექის დიდი ნაწილი წვიმის სახით ჩამოიცალა.


| Print |
FaceBook Twitter Google