საზოგადოება
იორმუღანლოს თემში საბავშვო ბაღები გაიხსნება

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს თემის მოსახლეობა საბავშვო ბაღების გახსნას ითხოვს. როგორც ისინი ამბობენ, ეს მათი შვილებისთვის მეტად მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვების გონებრივ განვითარებას შეუწყობს ხელს.

ლამბალოში მცხოვრები საიათ ქაზუმგიზი ამბობს, რომ მისი შვილიშვილები მთელი დღე ქუჩაში თამაშობენ.
-„ჩემი ერთი შვილიშვილი 6 წლის ხდება, მეორე 5-ს. სოფელს ბაღი არ აქვს და მთელი დღე ქუჩაში არიან, ბაღი მხოლოდ ქეშალოშია, ისიც ერთ ოთახშია გახსნილი და 10-20 ბავშვი დადის. ვიცით, რომ დუზაგრამაშიც უნდა გახსნილიყო. გვინდა ბაღი ჩვენთანაც იყოს, მაგრამ არ გვაქვს. ჩემს ძმას ბავშვები ბადიაურში დაჰყავს.“

ამავე სოფლის მცხოვრები ალხანოვ მოიფადინ ისაოღლი ამბობს, რომ ახალი ბაღის გახსნა მათ სოფელში არსებულ ყოფილი ბაღის შენობაშიც შეძალებელია.

-„ხომ შეიძლება, რომ იმ შენობაში ისევ ბაღი გავაკეთოთ. ჩემი შვილიშვილები „ბირჟაზე“ გამოდიან და აქ თამაშობენ. სანამ ბავშვები სკოლაში მივლენ, ბაღში შეეძლებათ კარგად ისწავლონ ქართული.“

კაზლარის მკვიდრი ორხან ისმაილოვი 2 შვილის მამაა. ერთი 2 წლის და 5 თვისაა, მეორე 1 წლის და 2 თვის. როგორც ის ამბობს, ბაღი შესაძლებლობას მისცემს ბავშვებს, რომ რეჟიმს მიეჩვივნენ.
-"ბაღი ცუდი რომ იყოს, საქართველოს სხვა სოფლებშიც არ გახსნიდნენ. საჭიროა, რადგან ბაშვებს ბევრ რამეს ასწავლიან. ამიტომ კარგი იქნება, თუ ჩვენთანაც გახსნიან.“

საგარეჯოს სკოლამდელი დაწესებულებების გაერთიანების ხელმძღვანელი ელზა გილაშვილი ამბობს, რომ ლამბალოში ნაქირავებ სხვადასხვა შენობაში ორი ალტერნატიული ჯგუფი ფუნქციონირებს, სადაც ბავშვებს იღებენ 4 წლიდან ზევით, თუმცა, იქ კვება არ არის გათვალისწინებული, 9-დან 2 საათმადე მუშაობს და მხოლოდ განათლების მიღებაზეა ორიენტირებული.
-„როდესაც ქვეყანა აირია, ბაღის ძველი შენობებიც განადგურდა. მათი აღდგენა შეუძლებელია. არც ფანჯარა აქვს და არც კარი, მხოლოდ ჩამონგრეული კედლებია. ეს ორი ალტერნატიული ჯგუფი ორგანიზაცია კივიტას გეორგიკამ ლამბალოში 2013 წელს გახსნა, რომელიც შემდგომ ჩვენს ბალანსზე გადმოვიდა. იმ პერიოდში, ბევრი ვიარეთ, მაგრამ სოფელში ფიზიკურად შენობა ვერ ვნახეთ, სადაც ორივე ჯგუფი ერთად განთავსდებოდა.
ეხლა დუზაგრამაში ვხსნით კიდევ ერთ ქართულენოვან ბაღს და ასევე იორმუღანლოში უნდა აშენდეს ახალი შენობა. სხვა სოფლებში ნამდვილად არ გვაქვს.“

ელზა გილაშვილის თქმით, ბაღისთვის შენობის შეძენა გაერთიანებაზე არ არის დამოკიდებული, ეს მუნიციპალიტეტმა ან რეგიონული განვითარების ფონდმა უნდა გადაწყვიტოს.

როგორც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი გზირიშვილი განმარტავს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტერიტორიის შერჩევა, სადაც კომპანია სოკარი საბავშვო ბაღს ააშენებს.
-„კომპანია სოკართან ერთად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი აწარმოებს მოლაპარაკებას იმისთვის, რომ მოხდეს მუნიციპალიტეტის მხრიდან გარკვეული მიწის გამოყოფა სოფლის ცენტრში. სოკარის მიერ აშენებული საბავშვო ბაღი მუნიციპალიტეტის ბალანსზე გადმოვა. უახლოეს პერიოდში ასევე გავხსნით საბავშო ბაღს დუზაგრამაში. შენობა უკვე მზად არის.“

რაც შეეხება კაზლარს, გიორგი გზირიშვილი ამბობს, რომ გეგმავენ, იქ შენობა შეისყიდონ ან იჯარით აიღონ, სადაც საბავშვო ბაღი გაიხსნება. ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტი ფართის მოძიების ეტაპზეა.

მოისმინეთ რადიოსიუჟეტი ამავე თემაზე_ქართულად

მოისმინეთ რადიოსიუჟეტი ამავე თემაზე_აზერბაიჯანულად


| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ე.წ. ე.წ
აგენტების, იგივე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”
კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა ინიცირებას ეწინააღმდეგება და
აცხადებს, რომ პლატფორმის 200-მდე ორგანიზაცია შეურაცხყოფილია
მმართველი პარტიის მიერ საზოგადოების წინაშე დადებული პირობის
გატეხვით - აღარ დაბრუნებოდა ე.წ. ,,აგენტების შესახებ” კანონს.
აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ე.წ. ე.წ აგენტების, იგივე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა ინიცირებას ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ პლატფორმის 200-მდე ორგანიზაცია შეურაცხყოფილია მმართველი პარტიის მიერ საზოგადოების წინაშე დადებული პირობის გატეხვით - აღარ დაბრუნებოდა ე.წ. ,,აგენტების შესახებ” კანონს.
10:35 / 04.04.2024
კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“ გურჯაანის
ინტერმუნიციპალური ცენტრის გარშემო მორიგი სკანდალი ატყდა.
დაწესებულებაში ცხოველების მიმართ არასათანადო, სასტიკ მოპყრობაზე
საუბარი ამჯერად მას შემდეგ დაიწყო, რაც ცხოველთა უფლებადამცველმა
შორენა ლობჟანიძემ კოლეგებთან ერთად ჩატარებული წინასწარდაგეგმილი
მონიტორინგის ფოტო-ვიდეომასალა და კომენტარები სოციალურ ქსელში
გაავრცელა.
კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“ გურჯაანის ინტერმუნიციპალური ცენტრის გარშემო მორიგი სკანდალი ატყდა. დაწესებულებაში ცხოველების მიმართ არასათანადო, სასტიკ მოპყრობაზე საუბარი ამჯერად მას შემდეგ დაიწყო, რაც ცხოველთა უფლებადამცველმა შორენა ლობჟანიძემ კოლეგებთან ერთად ჩატარებული წინასწარდაგეგმილი მონიტორინგის ფოტო-ვიდეომასალა და კომენტარები სოციალურ ქსელში გაავრცელა.
23:32 / 28.03.2024
რამდენიმე დღის წინ გურჯაანში არც თუ ისე ძლიერი წვიმის დროს ქალაქის
ცენტრალური მაგისტრალი კვლავ დაიტბორა ისე, რომ ფეხით მოსიარულეებს
გადაადგილებაზე პრობლემა შეექმნათ. ადგილობრივები შიშობენ, რომ ძლიერი
ნალექის დროს, შესაძლოა, გასული წლის მსგავსი სტიქია განმეორდეს.
speqtri.ge-მ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა, იმის
გასარკვევად, თუ რას გეგმავს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
რამდენიმე დღის წინ გურჯაანში არც თუ ისე ძლიერი წვიმის დროს ქალაქის ცენტრალური მაგისტრალი კვლავ დაიტბორა ისე, რომ ფეხით მოსიარულეებს გადაადგილებაზე პრობლემა შეექმნათ. ადგილობრივები შიშობენ, რომ ძლიერი ნალექის დროს, შესაძლოა, გასული წლის მსგავსი სტიქია განმეორდეს. speqtri.ge-მ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა, იმის გასარკვევად, თუ რას გეგმავს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
15:21 / 27.03.2024
2023 წლის ბოლოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა არსებულ
კანონში „საგზაო ტრანსპორტის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს
გამკაცრებულ რეგულაციას ავტოსადგურებისთვის.
2023 წლის ბოლოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა არსებულ კანონში „საგზაო ტრანსპორტის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს გამკაცრებულ რეგულაციას ავტოსადგურებისთვის.
14:26 / 25.03.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 15 / 28 °C
img
საგარეჯო 14 / 26 °C
img
დ.წყარო 12 / 22 °C
img
სიღნაღი 14 / 29 °C
img
ლაგოდეხი 15 / 24 °C
img
ყვარელი 15 / 28 °C
img
თელავი 16 / 27 °C
img
ახმეტა 14 / 27 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.