საზოგადოება
3 მაისი პრესის თავისუფლების დღეა
3 მაისს მსოფლიო თავისუფალი პრესის დღეს აღნიშნავს.  ეს დღე გაეროს გენერალური ასამბლეის 1993 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაწესდა.

აფრიკელი ჟურნალისტები  ნამიბიის დედაქალაქ ვინდჰუკში რეგიონალურ სემინარზე შეიკრიბნენ, რომელიც დამოუკიდებელი და პლურალისტული მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ხელშეწყობას შეეხებოდა.

მათ მიიღეს ე. წ. „ვინდჰუკის დეკლარაცია“, რომლითაც მოუწოდეს ქვეყნების მთავრობებს პრესის თავისუფლებისა და მისი დემოკრატიული ხასიათის უზრუნველყოფა.

მიღებული დოკუმენტის მნიშვნელობა იმდენად დიდი იყო, რომ 1993 წლის 21 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო გადაწყვეტილება, სწორედ 3 მაისს აღენიშნა თავისუფალი პრესის მსოფლიო დღე.

| Print |
FaceBook Twitter Google