საზოგადოება
„ვინ მოკლა ილია''- ფილმის ჩვენება საჯარო ბიბლიოთეკაში
საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში, გურჯაანის შოთა რუსთაველის სახელობის ბიბლიოთეკაში, ილია ჭავჭავაძის დაბადების 180 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გაიმართა ფილმის ჩვენება „ვინ მოკლა ილია''.

„საქართველოს მასშტაბით ერთი კვირის განმავლობაში საბიბლიოთეკო კვირეული მიმდინარეობდა. ამ ხნის განმავლობაში ბიბლიოთეკებში სხვადასხვა აქტივობა განხორციელდა. ჩვენ გვქონდა დასკვნითი ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც მოვაწყეთ ფილმის ჩვენება. sms-ების საშუალებით მოვიწვიეთ ჩვენი მკითხველები. ფილმის დასრულების შემდეგ, დამსწრე საზოგადოებას შორის დისკუსია გაიმართა.“-აღნიშნა საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების დირექტორმა მაია ბეროშვილმა.

ფილმის ჩვენებას კულტურის სამსახურის წარმომადგენლები, ფილოლოგები, სკოლის მოსწავლეები, სოფლის ბიბლიოთეკარები, მუზეუმის თანამშრომლები და ლიტერატურული სალონის წევრები ესწრებოდნენ.


| Print |
FaceBook Twitter Google