საზოგადოება
გურჯაანში ხუთი სოფელი დაისეტყვა
ბოლო ინფორმაციით გურჯაანში სოფლები: ახაშენი, ჩუმლაყი, შაშიანი, ველისციხე და მუკუზანი დაისეტყვა. სოფლებში გამგებლის წარმომადგენლების განმარტებით, ძირითადად ნაკვეთებია დაზიანებული.

„მუკუზანში სეტყვა ნახევარ საათზე მეტხანს გრძელდებოდა. დაისეტყვა ნაკვეთებიც და სოფელიც, დაახლოებით 120 ჰექტარი. ძირითადად ვენახი და ხეხილია დაზიანებული,“-აღნიშნა გამგებლის წარმომადგენელმა სოფელ ზეგაანსა და მუკუზანში ეკეტერინე ბენდელიანმა.
შედარებით ნაკლები დაზიანებაა სოფელ ჩუმლაყსა და შაშიანში.  გამგებლის წარმომადგენლის ჩუმლაყში ვანო ბურდიაშვილის თქმით, სტიქია მეტნაკლებდ სოფელშიც იყო და ნაკვეთებშიც.  „დაახლოებით 10-15 პროცენტით დაზიანდა. სოფელში უფრო მეტად იყო სტიქია, ვიდრე არხს ქვევიდან.“

შაშიანში გამგებლის წარმომადგენლის ნიკოლოზ მღებრიშვილის განმარტებით, სეტყვამ ძირითადად მარწყვის ბაღები დააზიანა. სეტყვა უმნიშვნელოდ იყო სოფელ ველისციხეშიც. როგორც გამგეობაში განაცხადეს, ზარალის დამთვლელი კომისია ადგილზე მუშაობს, დასეტყვილი ფართობისა და ზარალის რაოდენობა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

| Print |
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.