საზოგადოება
კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტს დენი გაეთიშება
ს.ს. „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ ინფორმაციით, 10 მაისს დედოფლისწყაროს, საგარეჯოს, ლაგოდეხის და სიღნაღის მუნიციპალიტეტების სოფლებს ელექტროენერგია გაეთიშება.

უწყების ინფორმაციით, 10:00-დან 12:00-საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამრეკლოს (ჯაფარიძეს). 12:00-დან 13:00-საათამდე, სოფლებს: საბათლოსა და ფიროსმანს. 13:00-დან 14:00-საათამდე, ქალაქ დედოფლისწყაროში რუსთაველის, შირაქის, ჭავჭავაძის, თბილისის, წერეთლისა და ნიკორციხის ქუჩებს.

ასევე 12:00-დან 14:00-საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმას. 10:00-დან 17:00-საათამდე, სოფლებს: დუზაგრამასა და იორმუღანლოს.

08:00-დან 09:00-საათამდე, ქალაქ ლაგოდეხის: ვაშლოვანის, წერეთლის, წმინდა ნინოს, ზაქათალის, აღმაშენებლისა და ზარელიძის ქუჩებს.

11:00-დან 14:00-საათამდე, დენი გაეთიშება შეუწყდება სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ანაგას, ძველ ანაგას, ხირსას, ყარაღაჯსა და ხორნაბუჯს. ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.


| Print |
FaceBook Twitter Google