საზოგადოება
აქცია ქვემო ხოდაშენში
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშნის მოსახლეობა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აპროტესტებს.
ადგილობრივების თქმით, გამგეობა სოფლის ცენტრალურ გზაზე ასფალტს მხოლოდ ნაწილობრივ აგებს, არ ეწყობა სანიაღვრე არხები, რის გამოც უხვი ნალექის დროს, ახლადდაგებული გზა მალევე დაზიანდება.

თელავის გამგეობაში კი ამბობენ, რომ პროექტის ფარგლებში სოფლის ცენტრალური გზის სრული რეაბილიტაციის დასრულება მომავალ წელს იგეგმება. მიმდინარე სამუშაოებისთვის წელს 350 ათასი ლარი დაიხარჯება.
| Print |
FaceBook Twitter Google