საზოგადოება
"დაიცავი კონსტიტუცია"- "ნაციონალების" აქცია თელავში
"დაიცავი კონსტიტუცია, დაიცავი უფლება აირჩიო პრეზიდენტი, დაიცავი შენი ხმა!'' - ამ მოთხოვნით თელავში ,"ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთის წევრებმა აქცია გამართეს.
ისინი ერეკლე მეორის ძეგლთან შეიკრიბნენ. ახალგაზრდები მმართველი პარტიის მიერ კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს აპროტესტებენ.

მათი თქმით, ხელისუფლებამ მოქალაქეებს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის უფლება არ უნდა წაართვას.

თელავის გარდა, მსგავსი აქციის გამართვა დღეს საქართველოს კიდევ რამდენიმე რეგიონში იგეგმება.

| Print |
FaceBook Twitter Google