საზოგადოება
გურჯაანის გამგებლის კომენტარი დაკავებული თანამშრომლის საქმეზე
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი გია გერგიძე დაკავებული თანამშრომლის გიორგი (გელა) მათიაშვილის საქმეზე speqtri.ge-სთან კომენტარს აკეთებს.
-"არაფერი ვიცი, ძიება მიმდინარეობს და ყველაფერი გაირკვევა, დაველოდოთ შედეგებს. რა თქმა უნდა, ჩემთვის მოულოდნელი იყო, მეც გაკვირვებული ვარ."- აღნიშნა მან.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილების მთავარი სპეციალისტი გიორგი მათიაშვილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე დააკავეს.

აღნიშნული ინფორმაცია speqtri.ge-მ გუშინ პირველმა გაავრცელა.



| Print |
FaceBook Twitter Google