საზოგადოება
ლაგოდეხში კიდევ სამი სოფლის გაზიფიცირება დაიწყო
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში კიდევ სამი სოფლის ბოლოკიანის, ნაწისქვილარის და მშვიდობიანის გაზიფიცირება მიმდინარეობს.

სოფელ ბოლოკიანში, ნაწისქვილარში და მშვიდობიანში ბუნებრივი აირის შეყვანის სამუშაოებს კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი“ ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახა ჯამბურიამ დაათვალიერა.
„ენერგეტიკის სამინისტრო ექვსი სოფლის: ზემო მსხალგორის, ქვემო მსხალგორის, ბაისუბანის, განათლების, გელათის და პატარა გორის გაზიფიცირებას ახორციელებს. პარალელურად ამისა, ჩვენ ვაწარმოებდით მოლაპარაკებას, რომ სხვა სოფლების გაზიფიცირებაც დაწყებულიყო. დღეს უკვე მიმდინარეობს კიდევ სამი სოფლის ბოლოკიანის, ნაწისქვილარის და მშვიდობიანის გაზიფიცირება. მოტანილია მასალები, ნაწილობრივ ჩალაგებულია მილები.სამუშაოები აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება და მოსახლეობას გაზსადენის ქსელში ჩართვა ალბათ სექტემბრიდან შეეძლება. დიდი მადლობა სოკარს და სამინისტროს მხარდაჭერისთვის.“-აღნიშნა კახა ჯამბურიამ.
მისივე თქმით, მომავალში კიდევ სხვა სოფლების გაზიფიცირებაც დაიწყება.

| Print |
FaceBook Twitter Google