გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შექმნილი სპეციალური კომისია
ოთხ სოფელში (ჩალაუბანი, მელაანი, არაშენდა და ჯიმითი) სტიქიის
შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობას ხვალ დაითვლის.
-"ხვალ გავალთ ადგილზე და იქ გავარკვევთ. როგორც ვიცით,
სავარგულები გადარჩენილია. შუადღის 2-3 საათამდე გვეცოდინება ზუსტი
ინფორმაცია. ზოგადად, ძალიან ძლიერი
სეტყვა არ ყოფილა, გარკვეულწილად სეტყვასაწინააღმდეგო სისტემამ
გაანეიტრალა."- აღნიშნა speqtri.ge-სთან ქონების მართვის, ეკონომიკური
განვითარების, დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსმა
სპეციალისტმა ჯემალ შალაშვილმა.
ცნობისთვის, სეტყვა კახეთში 7-8 მაისსაც მოვიდა. დაზარალდა
ახმეტისა და
გურჯაანის მუნიციპალიტეტის 8 სოფელი.
მასალის გამოყენების პირობები