საზოგადოება
გურჯაანში სეტყვისაგან მიყენებულ ზარალს ხვალ დაითვლიან
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შექმნილი სპეციალური კომისია ოთხ სოფელში (ჩალაუბანი, მელაანი, არაშენდა და ჯიმითი) სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობას ხვალ დაითვლის.
-"ხვალ გავალთ ადგილზე და იქ გავარკვევთ. როგორც ვიცით,  სავარგულები გადარჩენილია. შუადღის 2-3 საათამდე გვეცოდინება ზუსტი ინფორმაცია. ზოგადად, ძალიან ძლიერი სეტყვა არ ყოფილა, გარკვეულწილად სეტყვასაწინააღმდეგო სისტემამ გაანეიტრალა."- აღნიშნა speqtri.ge-სთან ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსმა სპეციალისტმა ჯემალ შალაშვილმა.

ცნობისთვის, სეტყვა კახეთში 7-8 მაისსაც მოვიდა. დაზარალდა ახმეტისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის 8 სოფელი.


| Print |
FaceBook Twitter Google