საზოგადოება
"დელტამ" კახეთში სეტყვასაშიში ღრუბელი დაშალა
სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ 16 მაისს გურჯაანის დედოფლისწყაროს და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში შიდამასიური ღრუბლის მასები გაანეიტრალა.

უწყების ინფორმაციით, დღის მეორე ნახევრიდან სისტემის მართვის ცენტრის მიერ აღნიშნული რაიონების თავზე შიდამასიური ღრუბლის წარმოქმნა დაფიქსირდა. საერთო ფართობით 550 კმ2, კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობამ 100 % ს მიაღწია, მოსალოდნელი მარცვლების ზომა კი 18 მმ იყო.
15:13 დან 17:14 საათამდე ღრუბლის მასები 82 ერთეული რაკეტით დამუშავდა, რის შედეგადაც ნალექის ნაწილი წვიმის სახით ჩამოიცალა. სეტყვის მოსვლა მხოლოდ სისტემის მოქმედების ზონის გარეთ, დასახლებული პუნქტების თავზე დაფიქსირდა.
| Print |
FaceBook Twitter Google