საზოგადოება
ვის შეეძლება მართვის მოწმობის აღება
მართვის მოწმობის ასაღებად გამოცდაზე მხოლოდ ის პირები დაიშვებიან, რომელთაც ავტორიზებული სკოლა ექნებათ გავლილი.

ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა Palitranews-ის გადაცემაში განაცხადა. მისი თქმით, დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, ავტოსკოლები ავტორიზაციას დაექვემდებარება.
„ვმუშაობთ მართვის მოწმობების გამოცდების პროექტზე. ვაწარმოებთ აქტიურ კონსულტაციას განათლების სამინისტროსთან, რომელმაც, თუკი კონსულტაციები წარმატებით დასრულდება, უნდა ითავოს და ყველა ასეთ სკოლას ავტორიზაცია გაატაროს. სკოლებს ექნებათ სპეციალური პროგრამა. მოხდება ამ ყველაფრის მონიტორინგი. გამოცდაზე გავა ადამიანი, რომელსაც ასეთი სკოლა ექნება გავლილი. ჩვენი გამოცდის სტანდარტიც იქნება მაღალი. ამ პროექტზე ვმუშაობთ როგორც დიდ რეფორმაზე”, - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით მთავრობის პოზიცია უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

| Print |
FaceBook Twitter Google