საზოგადოება
საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში წვიმიანი ამინდი იქნება.

უწყების ინფორმაციით, დღეს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ზოგან შესაძლებელია სეტყვა.
ძლიერი წვიმის გამო, საქართველოს დიდ და საშუალო მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მატება. ჰაერის ტემპერატურა +18, +23 გრადუსი იქნება.
25 მაისს შედარებით გამოიდარებს და 26 მაისს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +24, +29 გრადუსამდე მოიმატებს.
27 მაისს დღის მეორე ნახევრიდან და 28 მაისს ისევ წვიმიანი ამინდია იქნება.
| Print |
FaceBook Twitter Google