საზოგადოება
თელავში, სავარაუდოდ, ადრექრისტიანული ხანის სამარხს მიაკვლიეს

თელავში, კავკასიონის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე სამარხები და ადამიანის ძვლები აღმოაჩინეს.  ტელეკომპანია "იმედის" ინფორმაციით, სამარხები სამშენებლო კომპანია "უტას" თანამშრომლებმა სამუშაოების დროს ნახეს, სადაც სპორტული კომპლექსის მშენებლობისთვის საძირკველის გათხრა მიმდინარეობს.

ადგილზე იმყოფებოდა არქეოლოგი ნიკოლოზ თუშაბრამიშვილი. მისი თქმით, აღნიშნული სამარხები წინასწარი დათვალიერებით, ადრე ქრისტიანული ხანის უნდა იყოს.

ადგილზე არქეოლოგიური სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები სამარხი / თელავი /