საზოგადოება
შსს- თელავში 25 და 26 მაისს მოძრაობა შეიზღუდება
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ქალაქ თელავში, საზეიმო ღონისძიების მზადებისა და ჩატარების დღეებში, ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება.
25 მაისს, 07:00 საათიდან, ერეკლე მეორის გამზირზე მოძრაობა აიკრძალება, ხოლო ყველა მის მკვეთ ქუჩაზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება.

უწყების ინფორმაციით, სატრანსპორტო მოძრაობა  ღონისძიების დამთავრებისთანავე აღდგება.


| Print |
FaceBook Twitter Google