საზოგადოება
"გრუზვინპრომმა“ ჩინურ კომპანიასთან 15 წლიანი თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ ქარხანა „გრუზვინპრომსა“ და ჩინურ კომპანია „Jiangxi Silk Road Investment“-ს  შორის 15 წლიანი თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის საზეიმო ცერემონიას დაესწრნენ.

მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეებს შორის გრძელვადიან თანამშრომლობას ბრენდისა და საბრენდე სპირტის წარმოების, მიწოდებისა და რეალიზაციის მიმართულებებით.

მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია ერთობლივი კომპანიის დაფუძნება, რომელიც ჩინეთში ქართული ბრენდის პოპულარიზაციას და ადგილობრივ ბაზარზე მიწოდება-რეალიზაციას შეუწყობს ხელს.

„დღევანდელი მემორანდუმი საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკურიურთიერთობის გაღრმავების კიდევ ერთი ნათელი მაგალითია და წინაპირობაა იმისა, რომმოლოდინები, რომელიც ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებისსაფუძველზე გაჩნდა, შესრულდება. ეს თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელსსაქართველოდან, ღვინის ქვეყნიდან პროდუქციის ექსპორტის ზრდას ჩინეთში, რომელიცაფასებს და პატივს სცემს ჩვენ ისტორიას და ტრადიციებს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, დღეისათვის, ჩინეთის ბაზარზე ქართული წითელი ღვინო სულ უფრო პოპულარული ხდება და უკვე 30-ზე მეტ სავაჭრო ობიქტში იყიდება.


| Print |
FaceBook Twitter Google