საზოგადოება
"შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“- აქციას თელავიც შეუერთდა
შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის - "შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“  ფარგლებში, დღეს,  მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში ერთდროულად 20-მდე "ზებრა“- გადასასვლელი მოიხატა.

აქციაში მუნიციპალიტეტების თანამშრომლები, მხატვრები, სტუდენტები და მოსწავლეები ჩაერთნენ.

თელავის ცენტრში, ერეკლე მეორის ქუჩაზე მდებარე გადასასვლელი ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა მოხატეს.

აღნიშნული აქციის მიზანი ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა .


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები აქცია / თელავი / შსს /