საზოგადოება
შს სამინისტრო ხვალ თელავში გეპატიჟებათ
შს სამინისტრო დამოუკიდებლობის დღეს თელავში აღნიშნავს. ერეკლე მეორის გამზირზე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოების“ ფარგლებში, შს სამინისტრო იმიტირებულ ქალაქში გიმასპინძლებთ.
დამოუკიდებლობის დღეს, თელავში, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენის გარდა, უამრავი სიურპრიზი გელოდებათ:

შსს-ს „112“-ის დეპარტამენტის „კოსმოსური ხომალდი“,
მაღალტექნოლოგიური კომპიუტერული სათავგადასავლო თამაშები და პრიზები;
სასრიალო ბატუტი;
ველოსიპედის მართვის მოწმობის აღების უნიკალური შანსი;
ძარიანი ავტომობილებით რბოლაში ევროპის პირველი ქართველი ჩემპიონი დათა ქაჯაია და შსს-ს სპორტული კლუბი MIA Force-ის სარბოლო ავტომობილების გამოფენა;
საპატრულო პოლიციის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და სასაზღვრო პოლიციის ტექნიკა და აღჭურვილობა;
დაცვის პოლიციის „დაცული ქუჩა“ და სახლი N125;
ღია კინოთეატრში შსს-ს არქივის უნიკალურ, მოკლემეტრაჟიან ისტორიულ ფილმებს ნახავთ.
ვირტუალურ ტირში კი რამდენიმე წუთით ნამდვილი პოლიციელის როლს მოირგებთ.
სპეციალურად მოწყობილ საბავშვო კუთხეში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემაზე ნახატების კონკურსი ჩატარდება, გამარჯვებულებს კი ჟიური დააჯილდოვებს.

ქალაქის შესასვლელთან სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები და სპეციალურად გაწვრთვნილი ძაღლები შეგხვდებიან, ხოლო ქალაქში, მთელი დღის განმავლობაში, მეხანძრე-მაშველები და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები გიმასპინძლებენ.



| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები თელავი / შსს /