საზოგადოება
კონკურსის პირველ ეტაპზე 21 გამარჯვებული გამოვლინდა
კონკურსში „ტოპ შვიდი ადგილი, რომელიც უნდა მოინახულო გურჯაანში“, 23 საჯარო სკოლა იყო ჩართული.

როგორც გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში განაცხადეს, 23 სკოლიდან კონკურსში 55-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.
„წარდგენილი იყო 55 მონაწილის 385 ნამუშევარი. პირველი ტური, რომელიც სკოლებში ჩატარდა, უკვე დასრულდა და გამოვლინდა 21 გამარჯვებული. ამის შემდეგ უკვე გაიმართება მეორე ტური, რის შემდეგაც სამ საუკეთესოს შევარჩევთ. ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი, ხოლო გამარჯვებულები სპონსორების მხარდაჭერით ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.“

შეგახსენებთ, რომ კონკურსი „ტოპ შვიდი ადგილი, რომელიც უნდა მოინახულო გურჯაანში“ გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ინიციატივით დაიწყო. მასში სკოლის მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას, რომელთა ასაკიც შეზღუდული არ იყო.

პირველ ტურში გამარჯვებულთა სია:
1. თენგო საყვარლიშვილი - ვაჩნაძიანი
2. თინათინ ბასოშვილი - კალაური
3. ბრიანა კორტესი - შაშიანი
4. მირიან მთვარელიშვილი - ვაზისუბანი
5. მარიამ ჯანიაშვილი - მუკუზანი
6. რამაზ ქიზიყურაშვილი - ველისციხე
7. დავით ყაჭიური - ახაშენი
8. ვალერი რუაძე - ჩუმლაყი
9. ნელი ჭანყოშვილი - #1 სკოლა
10. ლევან ჯაჯანაშვილი - #2 სკოლა
11. ლია ქიტოშვილი - #3 სკოლა
12. გიორგი ბაწაშვილი - #4 სკოლა
13. აკო მანიჟაშვილი - ჭანდარი
14. ოთარ ზავრაშვილი - ვეჯინი
15. ალეკო სიბაშვილი - კოლაგი
16. თეონა გულიაშვილი - კარდენახი
17. ნინო ჯავახიშვილი - მელაანი
18. ლიკა გეთიაშვილი - კაჭრეთი
19. სალომე ჩოკოშვილი - ზემო კაჭრეთი
20. საბა არსენიშვილი - არაშენდა
21. შალვა ზარდიაშვილი - ჯიმითი


| Print |
FaceBook Twitter Google