საზოგადოება
გარემოზე ზიანის მიყენებისთვის სანქციები მკაცრდება
გარემოსთვის ზიანის მიყენების შემთხვევებზე კანონმდებლობა მკაცრდება. ამის შესახებ ბა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა.

„მთავრობის გადაწყვეტილებით, შემუშავდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც გარემოსთვის ზიანის მიყენების შემთხვევაში კანონმდებლობის მნიშვნელოვან გამკაცრებას ითვალისწინებს. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება სასარგებლო წიაღისეულის უკანონოდ მოპოვების და ნადირობის წესების დარღვევის შემთხვევაში. გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულებებს უფლებამოსილება მიეცემათ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მთელი რიგი მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების გამოვლენისას ადგილზე მოახდინონ ოქმის გამოწერა, დაჯარიმება. კანონპროექტი ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან ნარჩენებით გარემოს დაბინძურების შემთხვევაშიც მნიშვნელოვან გამკაცრებას ითვალისწინებს", -აღნიშნა მან.



| Print |
FaceBook Twitter Google