საზოგადოება
სათემო რადიო – უფრო მეტი, ვიდრე ჟურნალისტიკა, – ხატია ჯინჯიხაძე [Audio]
რამდენიმე დღის წინ  სათემო რადიო ივრისს ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს დირექტორის მოადგილე ხატია ჯინჯიხაძე და მედიაპროგრამების კოორდინატორი ირაკლი ცერცვაძე სტუმრობდნენ. ისინი ჯგუფის მუშაობის პროცესს ადგილზე გაეცნენ.<!--more-->


რადიო ივრისმა მუშაობა ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით  დაიწყო. ორგანიზაციის დირექტორის მოადგილის თქმით, მათთვის მნიშვნელოვანია თავად სათემო რადიოს იდეა, რადგან ის თავისი შინაარსითა და დატვირთვით, უფრო მეტია, ვიდრე ჟურნალისტიკა.

-"რადიო ივრისი არის ჩვენი ერთ-ერთი პროექტი, რომელსაც მხარს ვუჭერთ. სათემო რადიო ადგილობრივი თემისთვის არის ჟანგბადის მსგავსი რამ იმიტომ, რომ აქედან უნდა იგებდეს თემი სიახლეს, პოზიტიურს თუ ნეგატიურს, რაც ხდება მათ გარშემო. ეს უნდა იყოს პირველი წყარო. ამის გარდა, სათემო რადიოს შეუძლია კიდევ  უფრო მეტი გააკეთოს თემისთვის, იმიტომ, რომ აქ უნდა იყრიდნენ თავს ადგილობრივი ადამიანები, რომლებსაც უნდათ სასიკეთოდ შეცვალონ და გააუმჯობესონ გარემო, სადაც ცხოვრობენ."

ხატია ჯინჯიხაძემ იმ პრობლემებზეც ისაუბრა, რაც იორმუღანლოს თემის მოსახლეობას ინტეგრაციაში უშლის ხელს. ის მიიჩნევს, რომ სათემო რადიოს ამ საკითხის მოგვარებაში მნიშვნელოვანი როლი აკისრია.




ინტერვიუ ჩაწერა თოზუ გულმამედოვამ
რადიო ივრისი

| Print |
FaceBook Twitter Google