საზოგადოება
კალაურში მგელმა სახედარი დაგლიჯა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში კუზანოვების ოჯახს გვიან ღამით მგელმა პირუტყვი შეუჭამა.

როგორც გამგებლის წარმომადგენელმა სოფელ კალაურში ალექსანდრე პაპოშვილმა აღნიშნა, ეს სოფელში პირველი შემთხვევაა.
„ოჯახი ხევის პირას ცხოვრობს. დილით უნახავთ სახედარი შეჭმული და ნაკვალევის მიხედვით მიხვდნენ, რომ მგლის იყო. მონადირეები არიან ბიჭები და ერკვევიან ასეთ რამეში. მაშინვე დავურეკე ვეტერინაარიის სამსახურს, რადგან მითითება გვაქვს, რომ ასეთ შემთხვევაში მათ უნდა შევატყობინოთ. დღეს მოვლენ ლაბორატორიიდან და აიღებენ ანალიზს, ცოფის მატარებელი ხომ არ იყო მგელი. მსგავსი შემთხვევები ქვევით, მინდვრებში, რამდენიმე იყო, სადაც მოსახლეობას ცხვარი და საქონელი ყავთ, მაგრამ დასახლებულ პუნქტში ასეთი რამ, აქამდე არ მომხდარა, “-აღნიშნა მან.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განაცხადეს, რომ საჭიროების შემთხვევაში მონადირეთა ჯგუფი რეიდს მოაწყობს.
„გამგეობას ხელშეკრულება აქვს გაფორმებული მონადირეთა ჯგუფთან. გარემოს დაცვის სამინისტროსგან ნებართვა გვაქვს, საჭიროების შემთხვევაში, 5 მგლის ამოღებაზე. მონადირეთა ჯგუფს აქვს უფლება რეიდი მოაწყოს და მოახდინოს მგლების ბუნებიდან ამოღება.“
| Print |
FaceBook Twitter Google