საზოგადოება
„კახეთი-იონში“ უფასო გამოკვლევები ჩატარდება
3 ივნისს 10:00 დან 17:00 საათამდე გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ინიციატივით „კახეთი-იონში“ უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდება.

თბილისის პედიატრიული პრივატ კლინიკა მოსახლეობას სთავაზობს: ნეონატოლოგის, პედიატრის, ბავშვთა ქირურგის, ოტო-რინო-ლარინგოლოგის, ნევროლოგის, ოფთალმოლოგის, გასტროენტეროლოგის, ნეფროლოგის, ორთოპედ-ტრავმატოლოგის, ყბა-სახის ქირურგის, რადიოლოგის, ექოსკოპისტის კონსულტაციასა და ლაბორატორიულ - ინსტრუმენტალურ გამოკვლევებს. აქცია ვრცელდება 0-დან 18 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაზე.
| Print |
FaceBook Twitter Google