საზოგადოება
რეგიონებში ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ტრენინგები ტარდება
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტრენერები 6 თვის განმავლობაში რეგიონებში უფასო ტრენინგებს ჩაატარებენ.

უწყების ინფორმაციით, სოციალური კამპანიის მიზანია მოქალაქეების ინფორმირება და ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების გააქტიურება.
სპეციალურად მომზადებული პროგრამით ტრენინგის მონაწილეები მიიღებენ ზოგად ინფორმაციას, თუ რა არის ძალადობა, როგორ შეიძლება ის
ვლინდებოდეს, რა ზეგავლენა აქვს მას პიროვნებასა და საზოგადობაზე; გაეცნობიან ძალადობის აღსაკვეთად და მსხვერპლთა დასაცავად დღეს არსებულ
მექანიზმებს.  უფასო ტრენინგებზე მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცემა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელიც გაივლის რეგისტრაციას შემდეგ მისამართზე: http://tcj.gov.ge/ka/news/378/

თითოეულ ჯგუფში მონაწილედ შეირჩევა პირველი 20 დარეგისტრირებული პირი. მთლიანობაში, 6 თვის განმავლობაში ტრენინგები 74 ჯგუფისთვის ჩატარდება. ტრენინგები გაიმართება თბილისის იუსტიციის სასწავლო ცენტრში და საქართველოს ყველა რეგიონში არსებულ იუსტიციის სახლებსა და
საზოგადოებრივ ცენტრებში.


| Print |
FaceBook Twitter Google