საზოგადოება
ბავშვთა დაცვის დღეს გურჯაანის სპორტკომპლექსიც შეუერთდა
დღეს გურჯაანის სპორტკომპლექსში ცურვის წრეზე მისულ ბავშვებს ადმინისტრაციამ საჩუქარი გაუკეთა.

აიიპ-ი გურჯაანის სპორტული გაერთიანების დირექტორის არჩილ გოგიაშვილის თქმით, მათ დღევანდელი აქცია ბავშვთა საერთაშორისო დაცვის დღეს მიუძღვნეს.
„ერთი დღე ვაჩუქეთ ბავშვებს და აბონემენტის გარეშე ჩავუშვით აუზში. ასევე ყველა დავასაჩუქრეთ გურჯაანის ნაყინით.“

ბავშვები ამ აქციით აღფრთოვანებულები იყვნენ.
„კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით, მართლაც ძალიან კარგი საჩუქარი გაგვიკეთა ადმინისტრაციამ, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო,“- აღნიშნა სალომე კვეზერელმა.

| Print |
FaceBook Twitter Google