საზოგადოება
თავისუფალი დემოკრატები და რესპუბლიკელები ერთ ბლოკში გაერთიანდნენ
რესპუბლიკური პარტია და თავისუფალი დემოკრატები საარჩევნო ბლოკში გაერთიანდნენ და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ერთად მიიღებენ მონაწილეობას.


თავისუფალი დემოკრატების გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის დავით ჭუნიაშვილის განმარტებით, ორი პოლიტიკური ძალის ერთ ბლოკში გაერთიანება საერთო ღირებულებებისა და გამოცდილების საფუძველზე მოხდა.
„გადაწყვეტილება თავისუფალი დემოკრატებისა და რესპუბლიკელების პოლიტსაბჭოებმა მიიღეს. შეთანხმდნენ, რომ უმჯობესი იქნებოდა თვითმმართველობის არჩევნებზე ერთიანი ბლოკით გასულიყვნენ. იდეოლოგიებით და გამოცდილებით ჩვენი პარტიები ერთმანეთს ჰგავს, ასე რომ არ იყოს, არ გავერთიანდებოდით. ალბათ, ბლოკს სახელიც ექნება, თუმცა ნუ გავასწრებთ მოვლენებს. თავის დროზე ყველაფერი გაირკვევა.“

მისივე თქმით, ჯერ არჩევნებისთვის მზადება არ დაუწყიათ და იმის შემდეგ გააქტიურდებიან, რაც არჩევნების თარიღი დასახელდება.
„როდესაც პრეზიდენტი არჩევნების თარიღს გამოაცხადებს, საარჩევნო შტაბიც ჩამოყალიბდება. სოფლების მიხედვით, ჩვენ ჩვენს კანდიდატებს დავასახელებთ, რესბუბლიკელები-თავისას. ამის შემდეგ ჩამოვყალიბდებით და ისე წარვადგეთ კანდიდატებს არჩევნებზე.“

დავით ჭუნიაშვილის თქმით, ერთ ბლოკში გაერთიანებული პარტიები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ,,ქართულ ოცნებას“ საკადრის კონკურენციას გაუწევენ.


| Print |
FaceBook Twitter Google